მდინარაძე ციხეში რომ მოვა, გენერლის "პაგონები" არ დარჩეს, გენერალი ჯერ არ მიცემია, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავამთავრო, - ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მოძალადე პოლიციელისთვის არაკაცის დაძახებას არ ნანობს.

"ბრალდების არსი არის ცინიზმი და მეტი არაფერი. სადისტ პოლიციელს რომ არაკაცი დავუძახე, მაგის გამო მე მიჩივლეთ და იმ არაკაც პოლიციელს არაფერი პასუხი არ გაეცით, რა უფლებებზე მელაპარაკებით. 
სადისტ პოლიციელს რომ არაკაცი დავუძახე, მაგაში თავს დამნაშავედ არასოდეს არ ვიგრძნობ.

რაც შეეხება მდინარაძეს, მასზე არაფერს არ ვიტყვი, წაქცეულის ცემა საკადრისი არ არის, მაგრამ ერთს ვაფრთხილებ, ციხის გზაზე დგას ეგ აშკარად, გაამწესა თავისმა პატრონმა და რომ მოვა, გენერლის "პაგონები" არ დარჩეს, გენერალი ჯერ არ მიცემია, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავამთავრო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.