"მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ მამუკა მდინარაძის ვიზიტი ვაშინგტონში შესაძლოა, ირანის თემას უკავშირდებოდეს. 

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ირანი საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია, ამ თემაზე მაღალი დონის შეხვედრები ლოგიკურად მიაჩნია.

"იმ ვითარებაში, როდესაც ახლა ერთ-ერთი ცენტრალური თემა ცივილიზებული სამყაროსთვის არის ირანის თემა, ამიტომ მდინარაძის აშშ-ში ვიზიტი რომ უკავშირდებოდეს ამ თემას პირდაპირ, მე სრულიად ლოგიკურად მიმაჩნია და ვხედავ აქ გარკვეულ ბმას. შეუძლებელია შეუმჩნეველი რეაგირების გარეშე და შესაბამისი საპასუხო ნაბიჯების გარეშე დარჩენილიყო ან ის ვიზიტი კობახიძის, რომელიც თავის დროზე განხორციელდა და სადაც ის იდგა იმმ ადამიანების გვერდით, რომლებიც საფრთხედ არის აღქმული... ეს იქნებოდა ძალიან მკაცრი საუბარი და ასევე ვუშვებ იმასაც, რომ შესაძლოა, ამას მოჰყვეს გარკვეული ცვლილებები, გარკვეული ნაბიჯები "ოცნების" თანამდებობის პირებთან დაკავშირებით. ეს, კონკრეტულად, ვის შეეხება, როგორ შეეხება, გამოჩნდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტული მოთხოვნებიც კი დადგა დღის წესრიგში, იმდენად სახიფათოდ არის უკვე აღქმული "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა", - აცხადებს ეკა ბესელია. 

11 თებერვალს, თბილისში, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვებისა და ისლამური რესპუბლიკის დაარსების 47-ე წლისთავი აღნიშნეს. თბილისში  სასტუმრო „პარაგრაფში“ ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაესწრნენ. ამავე დღეს თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ფაქტს ისრაელის საელჩოს და ირანელი აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.