მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობა დღევანდელ დღეს ხმარდება ივანიშვილების ოჯახის აქტივების დაცვას, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის ქართული სახელმწიფო ივანიშვილების ოჯახის დაცვის საშუალებაა.

"საქართველოში ბელორუსული ტიპის რეჟიმი კი არ მყარდება, არამედ კადიროვის ჩეჩნეთისნაირი ქვეყნის გამოყვანა უფრო სურს ივანიშვილს, ვიდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების მსგავსი რამის. მე მგონია, რომ ისინი ერთმანეთს ამშვიდებენ ამით, ეს არ არის "ქართული ოცნებისთვის" ახალი ამბავი, მათ შიგნით აქვთ რყევა, გრძნობენ, რომ ვერ იცავენ საკუთარ თავს. ივანიშვილისთვის ქართული სახელმწიფო ივანიშვილების ოჯახის დაცვის საშუალებაა, სამწუხაროდ. მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობა დღევანდელ დღეს ხმარდება ივანიშვილების ოჯახის აქტივების დაცვას.

"ქართული ოცნების" თანამდებობის პირები ის ადამიანები არიან, რომლებიც სამართლიან გარემოში ვერასდროს ეღირსებოდნენ ამ თანამდებობებს, ძალაუფლების დაკარგვით ისინი ყველაფერს დაკარგავენ.

საქართველოში ორი ურთიერთგანსხვავებული თვისებით ვყოფ ადამიანებს - ვისაც ეშინია კონკურენციის და ესენი ისინი არიან, ვისაც უყვარს საბჭოთა კავშირი, ქრთამი, ჩაწყობა, ნეპოტიზმი და ამით ალაგებს ვითარებას, ამიტომ არ უნდათ ევროკავშირი და კონკურენცია, მეორე ნაწილი კი არის ის, ვისაც არ ეშინია ამ კონკურენციის, საკუთარი თავის იმედი აქვს და ზუსტად იცის, რომ სამართლიანი თამაშის წესები თუ იქნება, სამსახურიც ექნება - ასე იყოფა ეს ქვეყანა. ივანიშვილმა კი ეს "ქვედა ჭანჭიკი" ხალხი მიაჩვია იმას, რომ რამე რომ იყოს, ყვეოლაფერი ბიძინას "შეეტენება" და მიაჩვია, რომ ისინი ჩვეულებრივი ჭანჭიკები არიან და როგორც "ნაცებიდან" გადაპორტირდა "ქოცებში", ისე იზამს აწიც. ასეთი არაჯანსაღი გარემო ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის შედეგია", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.