ვიღაც კუნთმაგარი იდიოტები, რომლებიც გელათზე, გინტურის მკვლელობაზე ან ოკუპაციაზე არ გაბრაზებულან - ძალადობრივ, არაფორმალურ დაჯგუფებას ქმნიან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

"კიდევ ერთი თავში წამოკვრა ქართულ პოლიციას ივანიშვილის მხრიდან.

ვიღაც კუნთმაგარი იდიოტები, რომლებიც გელათზე, გინტურის მკვლელობაზე ან ოკუპაციაზე არ გაბრაზებულან - ძალადობრივ, არაფორმალურ დაჯგუფებას ქმნიან.

კანონი გვეუბნება, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი არის წინასწარ შექმნილი გაერთიანება ორი ან მეტი პირისა, რომლებიც ერთობლივად მოქმედებენ ერთი ან რამდენიმე მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით. ისჯება 6-დან 12 წლამდე.

ამ დროს, პოლიციას, რომელსაც ისედაც ბერა ივანიშვილის ტინკიცების ჭკუაზე ატარებენ - პირდაპირ აუქმებენ, ართმევენ ფუნქციას და საჯაროდ უცხადებენ, რომ არაფერს წარმოადგენენ საქართველოში ათასობით ფორმიანი ადამიანები", - წერს დეკანოიძე.