ამ ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ ყაველაშვილი რომ  უნდა იყოს რატომაა გასაკვირი იქ, სადაც კალაძეა, იქ სადაც ღარიბაშვილია, იქ სადაც თავად ივანიშვილია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის შემდეგი ყველა  ნაბიჯი მოემსახურება ამ რეჟიმის ჩამოშლას.

"ამ ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ ყაველაშვილი რომ უნდა იყოს, რატომაა გასაკვირი იქ, სადაც კალაძეა, იქ სადაც ღარიბაშვილია, იქ სადაც თავად ივანიშვილია, სიმართლე უნდა ითქვას, რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატობა, თუმცა, ყველაფერი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში მოემსახურება ამ რეჟიმის რყევას და ჩამოშლას",  - განაცხადა ნიკა მელიამ.

 “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.