ეს არ არის ინსტიტუტები, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მოგონილი ადგილები, თანამდებობები და შესაბამისად, ვერც ეს პარლამენტი და პრეზიდენტი ვერ იქნება ინსტიტუტი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ბრძოლა გრძელდება.

"ეს არ არის ინსტიტუტები, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მოგონილი ადგილები, თანამდებობები და შესაბამისად, ვერც  ეს პარლამენტი და პრეზიდენტი ვერ  იქნება ინსტიტუტი. ზოგადად, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი შეურაცხყოფს ამ სახელმწიფოს, ეს ჩვენთვის, ცნობილი მოცემულობაა. ამიტომ, ვინც სადაც არ უნდა დანიშნოს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. მთავარი არსი არის ის, რომ სახელმწიფო შედგება ინსტიტუტებისგან და არა ბიძინა ივანიშვილის მოგონილი თანამდებობისგან", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.