ნურავის გაუხარდება მათი მოხსნა, გადაყვანა, დროებით მიჩუმათება, ეს ყველაფერი ემსახურება თვალის ახვევას, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვანო ზარდიაშვილს მილიარდების და მილიონების განაწილებაში შეხვდა იმდენი წილი, რომ სიცოცხლის ბოლომდე შეძლებს უზრუნველ ცხოვრებას.

"ეს ბატონი იყო ივანიშვილის ერთ-ერთი რიგითი ჯალათუკა, რომელიც გაუშვეს დეპუტატობიდან ცნობილი მიზეზების გამო და ჩააბარეს მილიარდიანი ენერგეტიკული სახელმწიფო ინფრასტრუქტურა, ამ მილიარდების და მილიონების განაწილებაში მას შეხვდა იმდენი წილი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ის და მისი შთამომავლობა, ისევე როგორც ივანიშვილის სხვა ჯალათები და მათი შთამომავლები, ფეხი ფეხზე გადადებულები ინებივრებენ უპრობლემოდ. ასე რომ, ნურავის გაუხარდება მათი მოხსნა, გადაყვანა, დროებით მიჩუმათება, ეს ყველაფერი ემსახურება თვალის ახვევას", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა.