ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ მიზნობრივი პერსონალური სანქციები საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული. 

"ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ მიზნობრივი პერსონალური სანქციები საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

24 ივნისს "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ თავისუფლების 7 თვით აღკვეთა მიესაჯა. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. ყველა მათგან აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.