ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს თავისი გეგმები, ჩვენ მასთან გვაქვს ძალიან ხშირი კომუნიკაცია, მას აქვს ძალიან კარგი უნარ-ჩვევები, ენერგია, - ამის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანს ექნება შესაძლებლობა რეფორმათა საბჭოს ფუნქციონირების.

"ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს თავისი გეგმები, ჩვენ მასთან გვაქვს ძალიან ხშირი კომუნიკაცია, მას აქვს ძალიან კარგი უნარ-ჩვევები, ენერგია და ნანუკას ნამდვილად ექნება თავის გუნდთან ერთად შესაძლებლობა, ამ რეფორმათა საბჭოს ფუნქციონირების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

მე მიმაჩნია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად აქვს გაკეთებული ისეთი საქმეები, როგორიცაა პირველი მშვიდობიანი რევოლუცია ქართველ ხალხთან ერთად, პირველად აქვს გადაბარებული ხელისუფლება და პირველად აქვს ჩატარებული ასეთი მაღალი ჩართულობით თავმჯდომარის არჩევნები", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.