როცა ქვეყანა მიდის ერთი მიმართულებით, ხოლო მთავრობა მეორე მიმართულებით, ქვეყანა გზას ვერ შეიცვლის, უნდა შეიცვალოს მთავრობა. გინდა ევროპა? უშვებ ბიძინა ივანიშვილს, ირჩევ ბიძინა ივანიშვილს? უშვებ ევროპას, - ამის შესახებ "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ევროკავშირის გარეშე დარჩენა ქვეყნის ცივილიზაციის გარეშე ყოფნას უდრის.

"ამ ქვეყნის ჯაყჯაყს არავის შევარჩენთ. ეს არის ჩემი სამშობლო, არსად არ მაქვს წასასვლელი, ეს არის ჩემი ერთადერთი სამშობლო, ბიძინა ივანიშვილს აქვს წასასვლელი რუსეთში, სხვაგან ვერც ექნება, ისე მიდის საქმე. მისთვის რუსეთი უფროა სამშობლო, ვიდრე საქართველო. თვითონ არ თვლის, რომ საქართველოა მისი სამშობლო. აქ იყოს და იცხოვროს, როგორც ერთ-ერთმა ქართველმა, მაგრამ ერთ-ერთად ვერ ხედავს თავის თავს და ჯობია, დაინახოს.

როცა ქვეყანა მიდის ერთი მიმართულებით, ხოლო მთავრობა მეორე მიმართულებით, ქვეყანა გზას ვერ შეიცვლის, უნდა შეიცვალოს მთავრობა. 

ჩვენ გვითხრეს, ევროპამ გვითხრა, რომ ივანიშვილი ჩემთან თავსებადი არ არისო. გინდა ევროპა? უშვებ ბიძინა ივანიშვილს, ირჩევ ბიძინა ივანიშვილს? - უშვებ ევროპას. ევროპა მშვენივრად გრძნობს თავს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით ცივილიზაციური სახლის გარეშე, ევროპაა ჩვენი ცივილიზაციური სახლი. 

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. უნივერსალური და მთავარი გამოსავალი ყოველთვის არის, რომ ასეთ ვითარებებში, როცა ქვეყნის გადარჩენის ეგზისტენციალური საკითხი დგას, უნდა აკეთო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.