მიხარია, რომ ასეთი კოლაბორაცია შედგა ჩვენსა და "სტრატეგია აღმაშენებელს" შორის. ჩვენ ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთ ამ ადამიანებს, ამის გარეშე არჩევნები როგორ წარმოგვიდგენია, არ მესმის, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოს ყველაზე აქტიური, ყველაზე შრომისუნარიანი ადამიანები დატოვეს ქართული სახელმწიფოებრიობის მიღმა.

"მიხარია, რომ ასეთი კოლაბორაცია შედგა ჩვენსა და  "სტრატეგია აღმაშენებელს" შორის. დიდი სურვილი მაქვს, რომ დიდი ერთიანობა ქვეყნის შიგნით - სპეციალისტების, პოლიტიკოსების, ამ მიმართულებით მომუშავე ხალხის და გარეთ - ემიგრანტების ერთობა შედგეს. 

საქართველოს ყველაზე აქტიური, ყველაზე შრომისუნარიანი და ამ ქვეყნის ეკონომიკაში უზარმაზარი კონტრიბუციის შემომტანი ადამიანები დატოვეს ქართული სახელმწიფოებრიობის მიღმა. ჩვენ ეს უნდა დავუბრუნოთ ამ ადამიანებს, ამის გარეშე არჩევნები როგორ წარმოგვიდგენია, არ მესმის.

ხმები თუ გაქრება, კომისიები თუ იგივეა, ფული პოლიტიკური თუ სატელევიზიო ბაზარზე ოპოზიციურზე აღარ არის და რა ვიცი, ჩემი სახელის და გვარის ჩაწერა ბიულეტენში თუ არჩევნებს ნიშნავს ვინმესთვის, მაშინ ვერ შევთანხმდებით მაგ ამბავზე", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"ემიგრანტის ხმა" - ამ სახელწოდებით ემიგრანტებისთვის ხმის უფლების დასაბრუნებლად "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "სტრატეგია აღმაშენებელი" კამპანიას იწყებენ.