სამწუხაროდ, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უარყოფითი, თუმცა ჩვენ გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს ჰქონდა ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი ქართველების რაოდენობასთან დაკავშირებით, დამატებითი უბნები მაინც არ გახსნა.

"გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებითი უბნები შეიქმნას იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ. ისინი არიან იმ რაოდენობაზე მეტი, ვიდრე საკმარისია უბნების გახსნისთვის, თუმცა არ გაიხსნა უბნები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდა ცესკოს, რომ ისინი იქ ცხოვრობენ.

სამწუხაროდ, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უარყოფითი, თუმცა ჩვენ გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში და ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება", - განაცხადა ნინო დოლიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 სექტემბერს დაუშვებლად ცნო სამივე სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც საზღვარგარეთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნას ითვალისწინებდა, მიუხედავად ემიგრანტების მოთხოვნისა, რომ გარკვეულ ქალაქებში მეტი უბანი გახსნილიყო.