რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა. ცვლილებები საჯარო რეესტრმა 20 სექტემბერს ასახა.

დოკუმენტების თანახმად, რომელსაც "ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახური ავრცელებს, ოთარ ფარცხალაძემ რამდენიმე მილიონის ღირებულების უძრავი ქონება და ბიზნესი შვილს ანდრია ფარცხალაძეს აჩუქა.

ოთარ ფარცხალაძემ შვილის სახელზე გადააფორმა ბინები თბილისში, ოფისი, მიწის ნაკვეთები ტაბახმელასა და წყნეთის შავი სასახლე, ასევე ოფისი, კოსტავს 60 ნომერში.

დოკუმენტებს ხელს პირადად ოთარ ფარცხალაძე აწერს, რითაც დასტურდება, რომ ის 20 სექტემბერს საქართველოში იმყოფებოდა და ჩუქების ხელშეკრულებასაც ხელი თავად მოაწერა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.