მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეკრებილები მელიქიშვილის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

ზვიად ცეცხლაძის მამის ზურაბ ცეცხლაძის თქმით, გამოსვლები ყოველდღე იქნება.

"თქვენ ეს ქვეყანა გაანადგურეთ, თქვენ ხართ ბავშვები მკვლელები, თხრილებში გარდაცვლილი ბავშვების, მძინარე ბავშვების ქილერებით მკვლელები ხართ, თქვენ ეს ქვეყანა რუსეთში მიგყავთ. თქვენი წასვლის დროა, მოემზადეთ, ხალხის მასობრივი გამოსვლები იქნება ყოველდღიურად, მოგიწოდებთ, არცერთი დღე არ ჩააგდოთ, ამ ოფისს არ უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება. ჩვენ გვაქვს უფლება მოვიდეთ და ყოველდღე ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ, არავის ხელს არ ვუშლით,  შევიდნენ და იმუშაონ იქ", - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.