თუ დაჭერა უნდათ და ფიქრობენ, რომ ამით 4 ოქტომბრის აქციას ჩაშლიან, ცდებიან, რადგან ეს მაშინ უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. დღეს საქართველოში ასი ათასობით ადამიანი მზადაა, რომ 4 ოქტომბერს გარეთ გამოვიდეს,- ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. 

ბურჭულაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის აქცია არც ლევან ხაბეიშვილს და არც მურთაზ ზოდელავას არ დაუანონსებიათ. მისი თქმით, აქციის ორგანიზატორი თავად ის და მოძრაობა „რუსთაველის გამზირი“ არიან, რის გამოც ლევან ხაბეიშვილს ვერ შეეხებიან.

"რაც შეეხება იმას, თუ რა მიზეზით დაიჭირეს ხაბეიშვილი, დაიჭირეს იმ მიზეზით, რითაც კარგა ხანია, ბიძინა ივანიშვილი ციხეში უნდა იყოს ჩასმული, რასაც ის დაჰპირდა ჩვენს მოსახლეობას, 5 მილიონი თითო სოფელს და უფასო ფული ქართველ ხალხს, არაფერი მსგავსი მას არ შეუსრულებია. მურთაზ ზოდელავაც არის დაკავებული და არ ელოდებით, რომ როცა ხელისუფლება შეიცვლება, „ოცნებას“ მივმართავ, თქვენ ზუსტად მურთაზ ზოდელავა გაგასამართლებთ.

ის აუცილებლად იქნება ისევ პროკურორი. მე არაერთხელ მითქვამს მედიით, რომ მაქვს უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნამდვილად „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებისგან მოდის ინფორმაციები. მე მათთან შეხება არ მქონია, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი რაღაცები ხდებოდა. ლევანი ყოველთვის რასაც ამბობდა, ის მაშინვე სრულდებოდა, ანუ ის შიგნიდან იღებდა უტყუარ ინფორმაციებს. მე დარწმუნებული ვარ, ეს გაგრძელდება. ლევანის დაჭერით ეს არ გაჩერდება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ხაბეიშვილი ახლა მათთვის უფრო ბევრად საშიშია ციხეში, ვიდრე გარეთ. ბევრ რამეს კიდევ არ ამბობდა და ამათ უფრთხილდებოდა. ახლა კი შესაძლოა, ყველაფერზე საუბარი ღიად დაიწყოს. თუ მივიდა ეს ყველაფერი ბიძინამდე, მე ვგულისხმობ ხელისუფლების წარმომადგენლებს, უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდებიან“, - აცხადებს ბურჭულაძე.