აშშ-მა კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა, რომ ის წამყვანი სახელმწიფოა დედამიწის ზურგზე და რასაც საჭიროდ თვლის, ისე იქცევა, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა ჩაატარა სპეციალური სამხედრო ოპერაცია ვენესუელაში, ხოლო რასაც რუსეთი უკრაინაში ჩადის, ის აგრესია და ომია.

"ნამდვილად მნიშვნელოვანი რამ მოდა, აშშ-მა კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა, რომ ის წამყვანი სახელმწიფოა დედამიწის ზურგზე და რასაც საჭიროდ თვლის, ისე იქცევა. თუ საერთო სამართალი ხელს უწყობს, იყენებს, როგორც ინსტრუმენტს და თუ ხელს უშლის - მისთვის უსამართლობის დათრგუნვა მისაღებია ნებისმიერი გზით.

რასაც ჰქვია სპეციალური სამხედრო ოპერაცია, არის ეს და არა ის, რასაც აკეთებს რუსეთი, ის არის ომი და აგრესია და ეს არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია იმიტომ, რომ რამდენიმე საათი ჩატარდა, აუცილებელი მიზნები ჩატარდა და დასრულდა ყველაფერი. რეჟიმი დარჩა, არ ჩამოშლილა, არც აწყობთ ჩამოშლა, არც ოპოზიციის დაბრუნებას შეუწყვეს ხელი, მათ ურჩევნიათ, არ ჩამოიშალოს წესრიგი, მიიყვანონ არჩევნებამდე და არჩევნებმა აჩვენოს, ვინ ვინ არის სახელმწიფოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

2-3 იანვარს აშშ-მა ვენესუელას დედაქალაქში კარაკასში ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგად ნიკოლას მადურო დააკავეს. აშშ-მა მადურო ნარკოტერორიზმს და ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა და ბრალი წაუყენა. მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა.

ნაკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტი 13 წლის განმავლობაში იყო, ის ქვეყანას უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ მართავდა.