გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.

"ვულოცავ მიტროპოლიტ შიო მუჯირს, უკვე შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და საუკეთესოს ვუსურვებ“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.

ინტრონიზაცია ხვალ სვეტიცხოველში გაიმართება.