საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი მარტო არ იქნება ამ საქმეში, წმინდა სინოდი, ყველა თავისი გამოცდილებით შეეხიდება მას მსახურებაში, - ამის შესახებ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა მეუფე ისაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებმა მეუფე შიო გამოარჩია პატრიარქად.

“გილოცავთ დღევანდელ დღეს. არჩევნები იყო და გამოარჩია წმინდა სინოდმა, ახალი პატრიარქი არის მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე შიო. საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი მარტო არ იქნება ამ საქმეში, წმინდა სინოდი, ყველა თავისი გამოცდილებით შეეხიდება მას მსახურებაში“, - განაცხადა მეუფე ისაიამ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.