ჩვენ არჩევნებში ერთგვარი პაექრობა თუ გვაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის მტრები და მოწინააღმდეგეები ვართ და ვისაც არ უნდა გაემარჯვა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ამ ქვეყნის კეთილდღეობისა და ჩვენი ერის სულიერი ერთობისთვის ზრუნვას და ლოცვას, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქს წმინდა სინოდი აუცილებლად შეეხიდება გზაში ყველა გამოწვევაზე.

“მადლობა შევწიროთ ღმერთს, ეს არის დღევანდელი დღის მთავარი სათქმელი. მრევლს კი სულიერ ერთობას ვუსურვებ.

რა უნდა იყოს კათოლიკოს-პატრიარქის მთავარი მიზანი და რა გამოწვევები უნდა დაიძლიოს, ეს შეკითხვა ახალ პატრიარქს უნდა ვკითხოთ, როგორ ხედავს ის ამ გამოწვევებს და როგორ უნდა მოხდეს ამ გამოწვევებთან დაპირისპირება.

ეკლესია ყოველთვის იყო ბურჯი ჩვენი ეროვნულობის და სახელმწიფოებრიობის, ამდენად, მე მჯერა და იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ. 

ჩვენ არჩევნებში ერთგვარი პაექრობა თუ გვაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის მტრები და მოწინააღმდეგეები ვართ და ვისაც არ უნდა გაემარჯვა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ამ ქვეყნის კეთილდღეობისა და ჩვენი ერის სულიერი ერთობისთვის ზრუნვას და ლოცვას“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.