ქალაქისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი და ძალიან მავნე გადაწყვეტილებაა იპოდრომის რეკრეაციული სივრცის განადგურება, თუნდაც იქ ტრამპ-თაუერი შენდებოდეს, -  ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" დონალდ ტრამპის სახელს საჭიროებების მიხედვით იყენებს.

"პარადოქსულია, როდესაც ივანიშვილის მარიონეტები, რომლებიც ტრამპს "დიფ-სთეითის" მიერ მართულს და მის მორჩილებაში მყოფს უწოდებენ, ახლა ხარობენ, რომ ვიღაცამ რამდენიმე მილიონი გადაიხადა სწორედ იმავე პრეზიდენტ ტრამპის სახელის გამოყენებაში თბილისში არსებულ შენობა-ნაგებობაზე.

რაც შეეხება თავად შენობა-ნაგებობას, ქალაქისთვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი და ძალიან მავნე გადაწყვეტილებაა იპოდრომის რეკრეაციული სივრცის განადგურება, თუნდაც იქ ტრამპ-თაუერი შენდებოდეს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

"ტრამპ თაუერის" პრეზენტაცია თბილისში დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.