სახელმწიფოს აინტერესებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სტუდენტი სწავლობდეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში და არა ზოგადად. მათი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ფული დახარჯონ უნივერსიტეტებში, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" თანადამფუძნებელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, პლუს ამას, ერთი ზიანი არის კიდევ ის, რომ ოთხის ნაცვლად, სამი წელი ისწავლიან სტუდენტები.

"ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რომელშიც ვითომ აფინანსებს სწავლას, დარჩენილიყო შეუვსებელი ადგილები. სპეციალურად მოაწყო ადგილების რაღაც ნაწილი ისე, რომ იქ არ მონდომებოდათ სტუდენტებს შესვლა და ეთქვათ, რომ ისევ იმავე რაოდენობის ადგილები გამოვაცხადეთ და სტუდენტებს არ უნდათ.

სახელმწიფოს აინტერესებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები სტუდენტი სწავლობდეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში და არა ზოგადად. მათი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ფული დახარჯონ უნივერსიტეტებში.

ერთი ზიანი არის ის, რომ ოთხის ნაცვლად, სამი წელი ისწავლიან და აქამდე თუ გვყავდა არაკომპეტენტური პროკურორები და პოლიციელები, ახლა უფრო მეტი გვეყოლებიან", - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.