მაშინ, როდესაც რუსეთი ანექსიურ პროცესებს აჩქარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, „ქართული ოცნება“ ახდენს უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი პლატფორმის საბოტაჟს, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით,  ეს არის მძიმე, პირდაპირი დარტყმა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სასიცოცხლო ინტერესებზე.

“ქართული ოცნების“ დელეგაციის სამარცხვინო გამოსვლა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჰააგაში. ვინაიდან, ეუთოს საზოგადოების მოტყუება ვერ მოახერხა, „ოცნების“ დელეგაციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რაზეც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან, პერე პონსისგან სამართლიანი და შესაბამისი პასუხი მიიღო.

„ქართულ ოცნებას“ სრულად აქვს რეპუტაცია დანგრეული: ქვეყნის შიგნით ისინი სიმართლეს ძალადობით, ციხით და ჯარიმებით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ კი - სამარცხვინო ისტერიით. მაშინ, როდესაც რუსეთი ანექსიურ პროცესებს აჩქარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, „ქართული ოცნება“ ახდენს უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი პლატფორმის საბოტაჟს, ნაცვლად იმისა, რომ იგი ჩვენი მოკავშირეების მობილიზებისთვის გამოიყენოს. ეს არის მძიმე, პირდაპირი დარტყმა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და სასიცოცხლო ინტერესებზე“, - წერს გიორგი გახარია.