"ქართული ოცნება“ ცდილობს, ველი ისე მოასუფთაოს, რომ დემოკრატიულ ძალებს არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობის საშუალება აღარ ჰქონდეთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს ემიგრანტების, საზღვარგარეთ მყოფი ქართველების ხმები.

"საარჩევნო კოდექსი ბოლო წლის მანძილზე ბევრჯერ შეიცვალა და გაუარესდა. ბოლო ცვლილებამ აჩვენა, რომ "ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს ემიგრანტების ხმები. არ აინტერესებს საზღვარგარეთ მყოფი ქართველების ხმები, რომლებიც იმიტომ არიან იქ, რომ ოჯახის წევრები გამოკვებონ, რადგან აქ შესაძლებლობა არ მიეცათ, ჰქონოდათ ღირსეული შემოსავალი და ოჯახები გადაერჩინათ. ამ ადამიანებს მოუსპეს საშუალება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ეს ძალიან ჰგავს რუსულ მეთოდს, ბელორუსულ შინაარსს. რაც არ უნდა ბევრი ამტკიცოს „ქართულმა ოცნებამ“, ეს არის ავტოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც სრულად ცდილობს, ველი ისე მოასუფთაოს, რომ დემოკრატიულ ძალებს აღარ ჰქონდეთ არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობის საშუალება“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.