საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

"ბატონო პრეზიდენტო, ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო მეგობარო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მე და თქვენი ქართველი მეგობრები ამ მნიშვნელოვან მომენტში თქვენს გვერდით ვდგავართ და გისურვებთ ძალას და მშვიდობიან მომავალს ღირსებით, თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პატივისცემით“, - წერს ზურაბიშვილი.