ევროპულმა საბჭომ უნდა მისცეს თანხმობა გაწევრიანების საუბარზე მოლდოვას და უკრაინას. რაც შეეხება საქართველოს, არ მგონია, რომ ოპტიმისტური იყოს აქ ვითარება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა.

"ყურადღება უნდა მივაქციოთ ძირითად პოლიტიკის ხაზს, რომელიც შეიძლება, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვისაც. ეს არის ევროკავშირის სამომავლო გაფართოება და რეფორმები. ჩვენ არ გვაქვს უფლება გადავდოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, იმიტომ, რომ ამან შეიძლება მეტი დაბნეულობა შემოიტანოს ჩვენს მეზობლებში, როგორიცაა საქართველო, უკრაინა თუ მოლდოვა.

ევროპულმა საბჭომ უნდა მისცეს თანხმობა გაწევრიანების საუბარზე მოლდოვას და უკრაინას. რაც შეეხება საქართველოს, არ მგონია, რომ ოპტიმისტური იყოს აქ ვითარება. ვფიქრობ, რომ ევროკომისია საქართველოსთვისაც იმავე პირობებს დააყენებს - ეს ყველაფერი ეხება დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ამ გზას და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური შეშფოთების საფუძველი. ჩვენ გამაფრთხილებელი გზავნილი გვექნება საქართველოსთვის, რომ საქართველოს მთავრობამ შეასრულოს წაყენებული პირობები", - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.