როგორც ახალგორში არ უნდა აშენდეს რუსული ქალაქი, ისე არ უნდა აშენდეს კრწანისის ველზე არაბული ქალაქი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ასეთი ინვესტიცია იდება, მაშინ აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს პროცესები.

"როგორც ახალგორში არ უნდა აშენდეს რუსული ქალაქი, ისე არ უნდა აშენდეს კრწანისის ველზე არაბული ქალაქი და თუ ასეთი ინვესტიცია იდება, მაშინ აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს და სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს და საქართველო არ არის ეგეთი გამათხოვრებული სახელმწიფო, რომ ვიღაცას ეხვეწოს ფულის ჩადებაში.

გეძახის უსამშობლოს, აგენტს, ყველაფერს კადრულობს ხალხი, რომელიც თავად ჩადის ამ ყველაფერს. რომელ ქრისტიანულ ღირებულებებს ან ტრადიციებს იცავენ ესენი?!", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.