უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის ლიდერთან ემანუელ მაკრონთან ერთად, მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის გაძლიერებას.

როგორც ელისეის სასახლეში განაცხადეს, ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, უკრაინა საფრანგეთისგან შეისყიდის Rafale-ის ტიპის 100 ავიაგამადგურებელს, ასევე საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და დრონებს.

შეთანხმებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა პარიზის სიახლოვეს მდებარე სამხედრო ბაზაზე მოაწერს.

ფრანგული მხარე აღნიშნავს, რომ ხელმოწერილი დეკლარაცია წარმოადგენს ნაბიჯს კონკრეტული კონტრაქტების დადებისკენ, რაც გააძლიერებს უკრაინის გრძელვადიან თავდაცვით შესაძლებლობებს.