დიდი ბრიტანეთი აკეთებს ძალიან ბევრს, რომ დაეხმაროს უკრაინას, გააძლიეროს უკრაინა, შეაჩეროს რუსეთის აგრესია, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის უკრაინაში დასუსტების შემდეგ ის რეგიონში უნდა დასუსტდეს.

“დიდი ბრიტანეთი აკეთებს ძალიან ბევრს, რომ დაეხმაროს უკრაინას, გააძლიეროს უკრაინა, შეაჩეროს რუსეთის აგრესია იქ და სწორედ ამით დაასუსტოს რუსეთი, პუტინი, კრემლი და მათი პარტნიორები მთელ რეგიონში.

სწორედ მაგ მოსახვევში არ უნდა გადაგასწროს ივანიშვილმა და რუსეთი რომ ჩამოიშლება და ეს აუცილებლად მოხდება, სწორედ იმ ძალისხმევით, რომელსაც არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფო, არამედ სხვა დასავლური ქვეყნებიც მიმართავენ მაგ მოსახვევში არ უნდა გადაგასწროს ივანიშვილმა და დასავლეთს არ უნდა უთხრას, რომ მე თქვენკენ ვიყავი, უბრალოდ მეშინოდა ამ რუსეთის, ძალიან ახლოა ჩემთანო“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.