განცხადებები, რომელიც არადემოკრატიულ ქმედებებს გმობს და ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმურს მოიაზრებს, ნიშნავს იმას, რომ მათთან რაღაც ტიპის დიალოგის წარმოება უახლოეს მომავალში არ იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთმა იცის, ბიძინა ივანიშვილი რა კანონებს რატომ იღებს.

"მოსკოვში, ბელარუსში ზუსტად იგივე კანონები მიიღეს, ჩვენს სამეზობლოში ზუსტად იგივე კანონები მიიღეს. ეს არ არის ინოვაციური ან მათ მიერ შექმნილი და შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ცნობილია ეს კანონები ობიექტურად რა მიზანს ემსახურება - ემსახურება დემოკრატიული ინსტიტუტების გაქრობას და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას. ეს არის ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს. ეს იცის დასავლეთმა, რომ ამას აკეთებს სწორედ დასავლეთის და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის წინააღმდეგ. 

ეს განცხადებები სწორედ ამას მოწმობს. განცხადებები, რომელიც არადემოკრატიულ ქმედებებს გმობს და ივანიშვილის რეჟიმს არალეგიტიმურს მოიაზრებს, ნიშნავს იმას, რომ მათთან რაღაც ტიპის დიალოგის წარმოება უახლოეს მომავალში არ იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.