ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს 21 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას, - ამის შესახებ ესტონეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

საელჩოს თქმით, 36 წლის წინ, ისინი საბჭოთა არმიამ ბრუტალურად იმსხვერპლა მოქალაქეთა სიცოცხლე.

"ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს 21 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას. 36 წლის წინ, ისინი საბჭოთა არმიამ ბრუტალურად იმსხვერპლა სწორედ მაშინ, როდესაც ანტისაბჭოურ, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ. ტრაგედიიდან 2 წლის შემდგომ, საქართველომ ოფიციალურად აღიდგინა დამოუკიდებლობა!", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.