საფრანგეთის საელჩო პატივს მიაგებს 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

"შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩო პატივს მიაგებს 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს. მათი გამბედაობა და თავგანწირვა კვლავაც ქართველი ხალხის რუსეთის საოკუპაციო ძალების წინაშე დამოუკიდებლობისადმი ერთგულების სიმბოლოდ რჩება.

საფრანგეთი პატივს მიაგებს მათ ხსოვნას და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

2008 წლის 11 აგვისტოს რუს ოკუპანტებთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.