დროა, ჩვენმა პარტნიორებმა ახალი არჩევნები მოითხოვონ, - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"როცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ "ღირსების ორდენით" დააჯილდოებს რეპრესიული აპარატის მაღალჩინოსნებს, რომლებსაც ახლახან დაუწესეს სანქციები... როგორი რეაქცია უნდა გქონდეს?

სწორედ მაშინ, როცა "ქართული ოცნება" და პროპაგანდისტული არხი "იმედი" აცხადებენ, რომ ეუთო აღიარებს საქართველოს არჩევნების ლეგიტიმურობას. უცხოურ განცხადებებზე ტყუილი წესად იქცა… ძველი საბჭოთა ჩვევა!!! დროა, ჩვენმა პარტნიორებმა მოითხოვონ ახალი არჩევნები", - წერს ზურაბიშვილი.