პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, უკვე ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი, თუმცა ვინ არის მისი რჩეული არ აკონკრეტებს. 

"ქარტიაში წერია, რომ პრემიერი უნდა იყოს ჩემთან კონსულტაციით შერჩეული. მე უკვე მყავს კანდიდატი. ახლა არ გეტყვით იმიტომ, რომ ჯერ პარტიებთან უნდა შედგეს კონსულტაციები და შევჯერდეთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში.

კითხვაზე, არის თუ არა ის პოლიტიკური წარსულის კანდიდატი, ზურაბიშვილი პასუხობს: "არა, მე ვარ დარწმუნებული ერთ რამეში რომ დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს წინასწარ ვინ იქნებიან და ესენი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები".

მისი თქმით, ორშაბათს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებს მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით.