უკრაინა შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმებში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"მინდა აღვნიშნო ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც ასევე, გარკვეულწილად, ამზადებენ მომავალ "რამშტაინს". ანუ ისინი აჩვენებენ რისი გაკეთება შეუძლიათ უკრაინელებს, როდესაც მათ აქვთ საკმარისი იარაღი და საკმარისი დიაპაზონი. მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის  ყველა ჯარისკაცს - ყველას, ვინც რუსული სამხედრო ობიექტების დემილიტარიზაციას ახდენს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს რუსული სამხედრო ლოგისტიკის განადგურებისთვის.

"განსაკუთრებით რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე დარტყმისთვის. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად საჭიროა. ყველა განადგურებული რუსული სამხედრო ბაზა, ყველა განადგურებული რუსული ავიაციის ბაზა, ყველა განადგურებული საწყობი საჰაერო ბომბებით - ეს არის უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენა, ეს არის ფრონტის ნამდვილი მხარდაჭერა. ჩვენ დავარწმუნებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მხოლოდ ჩვენი დრონები არ არის საკმარისი. უფრო გადამწყვეტი ნაბიჯებია საჭირო. ამ ომის დასასრული უფრო ახლოს იქნება. ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.