სანქციები იქნება გაფართოებული და ნათქვამიც იყო, რომ ეს შეეხება "ოცნების" ანტიევროპული პოლიტიკის განმახორციელებლებს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა და  "რუსეთის კვლევის ცენტრის" დირექტორმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვების სახით, პირველ ეტაპზე შეიძლება იყოს ისევ და ისევ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილების მიღება ოღონდ გარკვეული დროის დათქმით.

"ევროპარლამენტი არის მთავარი წარმომადგენელი ორგანო, რა თქმა უნდა, იქ ოფიციალურადვე ევროპარლამენტი რეკომენდაციებს გასცემს და მერე უკვე რეალურ პოლიტიკას ატარებს აღმასრულებელი ხელისუფლება, მაგრამ ის ვერ ასცდება მთლიანად ამ რეკომენდაციებს ევროპარლამენტისა. 

პირველ ეტაპზე შეიძლება იყოს ისევ და ისევ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილების მიღება ოღონდ შეიძლება დათქმით, რომ რამდენიმე თვის მერე ამუშავდება ეს და ეს უკვე შეეხება ყველას.

სანქციები იქნება გაფართოებული და ნათქვამიც იყო, რომ ეს შეეხება, როგორც "ოცნების" ანტიევროპული პოლიტიკის განმახორციელებლებს და აქ იგულისხმება სასამართლო სისტემა, პოლიციელები -  აღმასრულებელი მხარე", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

ევროკავშირი "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მექანიზმებზე იმსჯელებს. საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს.