"თავისუფლების მოედნის" წევრები 8 სექტემბერს მელიქიშვილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ.

"თავისუფლების მოედნის" ლიდერის ლევან ცუცქირიძის განცხადებით, პოლიციელები ანგარიშვალდებული არიან ყველასთან და არამხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან. 

"მოვედით აქ იმისთვის, რომ შევახსენოთ მათ, რომ ისინი ანგარიშვალდებული ჩვენთანაც არიან, არამხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან. 

ამიტომ, ახლა დავტოვებთ ოფიციალურ მოთხოვნას, რომ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი შეგვხვდეს და გვითხრას, რის გაკეთებას აპირებენ იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოს მოქალაქეები ასეთი ბანდიტური თავდასხმებისგან", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.