ეს იყო დიდი პატივი და პრივილეგია, რომ ვემსახურე ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე სოციალურ ქსელში წერს.

"მე წარვადგენ ჩემს გადადგომას, როგორც საქართველოს ელჩი ლიეტუვაში. ეს იყო დიდი პატივი და პრივილეგია, რომ ვემსახურე ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და თავმდაბლად შევიტანე წვლილი მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში.

საქართველო ევროპაა!", - წერს სალომე შაფაქიძე.