ადრე თუ უფრო მეტი მგრძნობელობა და მაღალი მიმღეობა იყო ამ გადაწყვეტილებების შესრულების, ახლა  ვხედავთ, რომ სასამართლოს მიმართაც უკვე უპატივცემლობას იჩენს საქართველოს მთავრობა, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლეების გადაწყვეტილებებსაც მიჰყავს ქვეყანა სანქციებამდე.

"სახიფათო პროცესია, რომელსაც ვხედავ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებთან მიმართებაში. ადრე თუ უფრო მეტი მგრძნობელობა და მაღალი მიმღეობა იყო ამ გადაწყვეტილებების შესრულების, ახლა ვხედავთ, რომ სასამართლოს მიმართაც უკვე უპატივცემლობას იჩენს საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში, მოსამართლეებს აკისრიათ ეს პასუხისმგებლობა, რადგან მოსამართლის მიერ დარღვეული უფლებები მთლიანობაში მიიყვანს ქართულ სახელმწიფოს იმ სანქციებამდე, რომელსაც ადგენს ევროპის მინისტრთა კომიტეტი, როდესაც არ ასრულებს მონაწილე ქვეყანა დადგენილ სტანდარტებს, ან მიღებულ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

შსს-მ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 4 აპრილს ადმინისტრაციული წესით დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, კერძოდ, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლა 3 წლით აეკრძალა. როგორც ცნობილია, ის ბაქოში ნათესავთან იმყოფება. ცოტა ხნის გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანში დააკავეს, თუმცა დასტურდება, რომ ახლა ის თავისუფალია.