ქართველი ხალხი პუტინთან შეხვედრებს ღალატად არ აღიქვამს. საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობები აუცილებლად უნდა დალაგდეს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვისი წყალობით დალაგდება, ამას არ აქვს მნიშვნელობა.

"ქართველი ხალხი პუტინთან შეხვედრებს ღალატად არ აღიქვამს. საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობები აუცილებლად უნდა დალაგდეს. ვისი წყალობითაც დალაგდება, იმის წყალობით დალაგდეს. თქვენი აზრი არ არის საინტერესო, თქვენ გგონიათ, რომ საზოგადოებას წარმოადგენთ?! მეზარება თქვენთან ლაპარაკი", - მიმართა ნოღაიდელმა ჟურნალისტს.