ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარის თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებას ცდილობდა თუმცა, ეს შეხვედრა ვერ შედგა.

მისივე განცხადებით, ივანიშვილმა დაიჯერა, რომ არჩევნების მოპარვის შემთხვევაში იზოლაცია გარდაუვალია და უახლოესი კვირების განმავლობაში აშშ-სთან ურთიერთობას არ გააფუჭებს.

"ივანიშვილმა დაიჯერა, რომ იზოლაცია არის გარდაუვალი, არჩევნების მოპარვის შემთხვევაში. ივანიშვილი შეეცდება, რომ ამ კვირების განმავლობაში ყველა ხიდი არ დაწვას შტატებთან და ყველა შესაძლო კომუნიკაციის არხი არ ჩაიჭრას.

პირველი ადამიანი, ვისი საშუალებითაც ცდილობდნენ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებას, არის ის ადამიანი, რომელიც ამერიკაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს აღარ არის ტრამპის მხარდამჭერთა შორის. ანუ, ამაშიც ძალიან კარგად გამოჩნდა, როგორ კარგად ერკვევიან, ვისთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა და ვის უნდა ელაპარაკონ. საუბარია ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირზე. ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც დაუკავშირდნენ ამ შეხვედრის ორგანიზების თხოვნით", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.