"ვაშინგტონში ჩვენი შეხვედრები ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასიაზე ინტერესი გაიზარდა – ივანიშვილის მცდელობა საქართველოს ამერიკის რადარიდან გაქრობის, ვერასდროს გამოუვა, პირიქით, შავი ზღვის რეგიონზე ყურადღება მატულობს და მისი კრიმინალური რუსული რეჟიმის დასრულება გარდაუვალია“, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციას ვაშინგტონში. დღეს სენატში არაერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო შეხვედრა გავმართეთ. ძალიან გაზრდილია ინტერესი სამხრეთ კავკასიაზე მას შემდეგ, რაც 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უმნიშვნელოვანესი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ კარგად ვხედავთ მათ მხარდაჭერას და თანადგომას ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც ჩვენი ხალხისთვის და მთლიანად დემოკრატიული საზოგადოებისთვის არის კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელი. ივანიშვილი რამდენადაც არ უნდა ეცადოს აშშ-ის რადარიდან საქართველოს გაქრობას, ეს უბრალოდ შეუძლებელია, პირიქით, იზრდება ყურადღება შავი ზღვის საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები არიან და კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ვაწვდით ივანიშვილის ირანულ და ჩინურ კავშირებთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვარ სულ მალე დამატებით შედეგს გამოიღებს ივანიშვილის კრიმინალური რუსული რეჟიმის დასრულებაში“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აგრძელებენ შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში. სენატორებთან საუბრისას განიხილება საქართველო-აშშ-ს პარტნიორობის საკითხი, ივანიშვილის რეჟიმის კავშირები კრემლთან, ჩინეთთან და ირანთან. საუბარი შეეხო პოლიტიკური პატიმრების საკითხს;