იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმების 4-დღიანი რეტროსპექტივა 18 სექტემბერს მხატვრული ფილმით  „თეთრი ქარავანი“ გაიხსნა.

საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებულ ღონისძიებაზე მაყურებელი 19, 20 და 21 სექტემბერს იხილავს ფილმებს: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „შერეკილები“ (1973), „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983), „მრავალჟამიერი/ტრილოგია“ (2022).

რეტროსპექტივის გახსნისას ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროგრამების დირექტორმა ლევან დვალმა ქართულ კინემატოგრაფიაში ელდარ შენგელაიას გამორჩეულ ღვაწლზე ისაუბრეს.

ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.