ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ამნისტია შეეხო მუხლს და საბოლოოდ, სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა. 

ამავე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ გაამართლა. 

ადეიშვილს და ოქრუაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ჰქონდათ წარდგენილი.