საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წულუკიანის კომისიის მუშაობას ეხმაურება.

"ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი არის ადამიანი, რომელიც სისტემატურად აზიანებდა დენის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს და აშანტაჟებდა ხელისუფლებას.

შემდეგ მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში, მოგვიანებით კი საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში.

მიკვირს რატომ აცდენთ დროს ასეთ უმნიშვნელო პიროვნებებზე, სჯობს, პირდაპირ დაკითხოთ "ეფ ეს ბეს" თავმჯდომარე და მედვედევი, რომლებმაც ბევრად მეტი იციან იმდროინდელ ვითარებაზე”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.