ირაკლი  ღარიბაშვილმა ამ წერილში აღიარა ის, რაც არასდროს არ უნდა ეღიარებინა, აღიარა ის, რომ გარიგებით ჩაჯდა ციხეში, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა მამუკა მდინარაძე განგებ აირჩია ადრესატად.

"საზოგადოების რაღაც ნაწილი ელოდა, რომ ის რაღაცას საჯაროდ იტყოდა, იტყოდა იმ საიდუმლოებებს, რაც შეიძლება მას აქვს, ან წყაროებს, ან ინფორმაციას, ან სულაც უშუალოდ იმას მაინც, რომ მონაწილე იყო, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ მეორე დღეს არა მხოლოდ ირაკლი კობახიძე, ან ბიძინა ივანიშვილი, საერთოდ ადგა და მისი აზრით, ყველაზე სუსტი რგოლი, მამუკა მდინარაძე მოძებნა ადრესატად.

ჩვენ ხომ მშვენივრად ვიცით, რომ ვინ ვინ და მამუკა მდინარაძე კობახიძის და განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე ვერაფერს ვერ გაბედავდა, რომ თუნდაც რაიმე შეეთვალა ირაკლი ღარიბაშვილისთვის. გამოვრიცხავ, რომ მინიმუმ, ირაკლი კობახიძის გარეშე გაებედა ეს. ირაკლი  ღარიბაშვილმა ამ წერილში აღიარა ის, რაც არასდროს არ უნდა ეღიარებინა, აღიარა ის, რომ გარიგებით ჩაჯდა ციხეში ", - განაცხადა თენგო თევზაძემ.