“ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია - თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ ლორდთა და თემთა პალატის წევრებთან, - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"შეხვედრის დროს “ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ განიხილა ივანიშვილის რეჟიმის შეკავების სტრატეგია. ასევე ისაუბრეს სანქციებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სანქციების დაწესება ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის, რომელიც უკარგავენ ყველანაირ პერსპექტივას საქართველოს და ქართველ ხალხს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.