პუტინი არ პატიობს სააკაშვილს იმას, რომ სააკაშვილმა არ დათმო ქართული სახელმწიფო 2008 წელს. მან გაუწია წინააღმდეგობა პუტინის მცდელობას, რომ საქართველოს დემოკრატიული მთავრობა დაემხო, -  ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი სააკაშვილს სჯის პუტინის საამებლად.

"ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის არამიზნობრივია ის ხარჯები, რომელიც დაიხარჯა პრეზიდენტი ტრამპის ვიზიტისას, ან ჰილარი კლინტონის ვიზიტისას, ან ჯო ბაიდენის, მაგრამ მათთვის მიზნობრივია ის თანხები, რომელიც დაიხარჯა პუტინის პროპაგანდისტი პოზნერის მასპინძლობისას მაშინ, როდესაც მთელი ქვეყანა გამოკეტილი იყო "კოვიდ პანდემიის" დროს, მათთვის მიზნობრივია გავრილოვის დროს დახარჯული სახსრები, თანხები, რომელიც ე.წ. დათვის ტყვიებზე დაიხარჯა, რომელიც ადამიანებზე გამოიყენეს.  

ძალიან სიმბოლური იყო მათ შორის ის, რომ 9-წლიანი აღმშენებლობისთვის, რომლის სათავეშიც იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, სწორედ 9-წლიანი ბრალი მიუსაჯეს. ამას დაუყოვნებლივ მოჰყვა გამოხმაურებები რუსეთიდან იმიტომ, რომ ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი და სინამდვილეში, რასაც ვერ პატიობს სააკაშვილს პუტინი, პუტინის საამებლად აკეთებს ამას ივანიშვილი. 

პუტინი არ პატიობს სააკაშვილს იმას, რომ სააკაშვილმა არ დათმო ქართული სახელმწიფო 2008 წელს. მან გაუწია წინააღმდეგობა პუტინის მცდელობას, რომ საქართველოს დემოკრატიული მთავრობა დაემხო", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.