ციხეების გადატვირთულობა არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც შეიძლება უბრალო ბიუროკრატიულ საკითხად ჩაითვალოს, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ თამარ ონიანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა  საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, როგორ არის ამ დაწესებულებებში მიღწეული პატიმართა უფლებების დაცვა.

"ციხეების გადატვირთულობა სახელმწიფოსთვის შეიძლება გახდეს იმდენად მძიმე პრობლემა, რომ მას დაუდგინდეს კონვენციის ისეთი მუხლების დარღვევა, როგორიც არის წამების აკრძალვა, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა. ამის მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფოსთვის ეს ვალდებულებები ასევე ვრცელდება ყველა იმ პენიტენციურ დაწესებულებაზე, სადაც ადამიანები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არიან მოქცეული.

ციხეების გადატვირთულობა ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც შეიძლება უბრალო ბიუროკრატიულ საკითხად ჩაითვალოს. რეალურად, ახლა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა გააკეთოს განცხადება, უნდა გააკეთოს შეფასება და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, როგორ არის ამ დაწესებულებებში რეალურად მიღწეული პატიმართა უფლებების დაცვა იმ სტანდარტების მიხედვით, რომელიც ქვეყნისთვის არის სავალდებულო", - განაცხადა თამარ ონიანმა.