თუ რამე უშლის ხელს ივანიშვილის მიზანს, რომ აბსოლუტურად მიიტაცოს სახელმწიფო, არის სწორედ რუსთაველის გამზირზე და მის მიღმა არსებული პროტესტი, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილს მიტაცებული აქვს სახელმწიფო სტრუქტურები, მაგრამ სახელმწიფოს ბოლომდე მიტაცება ჯერ ვერ შეძლო.

"თუ რამე უშლის ხელს ივანიშვილის მიზანს, რომ აბსოლუტურად მიიტაცოს სახელმწიფო, მან მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ ვერ მიიტაცა ბოლომდე სახელმწიფო და თუ ამაში რამე უშლის ხელს მის აბსოლუტურ გამონარქებას, არის სწორედ რუსთაველის გამზირზე და მის მიღმა არსებული პროტესტი, ასევე ბრაზი, რომელიც ჩაგროვებულია ქართულ საზოგადოებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს მედიები, რომლებიც დღემდე მუშაობენ. სანამ იქნება პროტესტი და სანამ იმუშავებენ კრიტიკული მედიები, მანამდე იქნება თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოში დიქტატურა ვერ დამყარდეს. სწორედ ამიტომ ებრძვის ის ასე გამალებით რუსთაველის პროტესტს, რომელმაც უკვე სასაცილო ფორმა მიიღო, ანუ, ქართული მილიცია აკეთებს იმას, რასაც პროტესტანტები აკეთებდნენ - თავად კეტავს გზას.  ამას აქვს მნიშვნელობა.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - აბსოლუტურ მმართველობას მაინც სჭირდება დრო და ადამიანის აზროვნების კონტროლს სჭირდება დიდი ხნის განმავლობაში პროპაგანდა, ივანიშვილის პროპაგანდა მუშაობს, მაგრამ ის, რომ საქართველო რუსული სივრცე გახდეს საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით, ამას დასჭირდება მინიმუმ, რამდენიმე წელი", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.