სამწუხარო განვითარება მოჰყვა თანათავმჯდომარეობის შეთავაზებას მათ შორის პარტიის მოქმედი თავმჯდომარისგან, რომ მან უარი განაცხადა და ამან გამოიწვია დისონანსი. როდესაც მთავარი ამოცანა პარტიის რეფორმირებაა, ყოველთვის შეიძლება თანხმობის მიღწევა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა პროცესები ნელ-ნელა 8 ივლისამდე დალაგდება და სამომავლო კანდიდატებიც გამოჩნდებიან.

"მართვის სისტემური რეფორმა თითოეულ მოქალაქეს მისცემს საშუალებას, რომ ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში მიიღოს მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატად წარდგენის შესახებ არის აქტუალური პარტიისთვის და აქტუალურად მიმდინარეობს ამ საკითხზე შიდა გავლენები.

პირველი, რაც მნიშვნელოვანია პარტიულ ცხოვრებაში არის ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ"  წლების წინ გადაწყვიტა და პარტიის თავმჯდომარეობა გახადა არჩევითი და ყოველთვის პირდაპირი გზით ხდებოდა ეს. ეს თავმჯდომარეობის ვადა გადის 2 ივლისს და ამიტომ, ნორმალურია და უნდა მივეჩვიოთ, რომ თანამდებობაზე მუდმივად ყველა ვერ იქნება და კარგია, რომ ამ  ციკლის დასრულების შემდეგ ახალ თავმჯდომარეს მიეცემა მართვის საშუალება.

არცერთი არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილი არ ჩარეულა არჩევნებში და ღია მხარდაჭერა არ გამოუცხადებია, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილმა პარტიას შესთავაზა მმართველობის თანათავმჯდომარეობის ფორმა, სადაც ორ ადამიანს შორის განაწილდებოდა პასუხისმგებლობა შიდაპარტიული რეფორმების გატარების და საგარეო მიმართულების კუთხით და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. პარტიაში დისონანსი თავად ამ ფაქტმა - თანათავმჯდომარის შეთავაზებამ გამოიწვია იმიტომ, რომ თუ რეფორმებია საჭირო, ყველა ცდილობს, რომ პარტიამ თავისი არჩევნებით გადაწყვიტოს, რა მმართველობის ფორმას აირჩევს.

სამწუხარო განვითარება მოჰყვა თანათავმჯდომარეობის შეთავაზებას მათ შორის პარტიის მოქმედი თავმჯდომარისგან, რომ მან უარი განაცხადა და ამან გამოიწვია დისონანსი. 

როდესაც მთავარი ამოცანა პარტიის რეფორმირებაა, ყოველთვის შეიძლება თანხმობის მიღწევა, მაგრამ ამ შემთხვევაში, გვყავს ორი კანდიდატი - თინა ბოკუჩავა, რომელიც აპირებს თავმჯდომარეობაზე კენჭისყრას, გვყავს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც აქტიურადაა ჩართული პროცესებში. უახლოესი ერთი თვე გამოიყენება იმისთვის, რომ ჩაინიშნოს ყრილობა, შემუშავდეს წესი, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები. ასევე, არ გამორიცხა და არც დაადასტურა მისი კანდიდატურის დაყენება ანა წითლიძემ, ასე რომ, ეს პროცესები კიდევ უფრო გაიწრიტება, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.